პირველი გაკვეთილი

გავიცნოთ ერთმანეთი

პროექტი "ჩვენ გვიყვარს იაკობი"

პროექტი:"ჩვენ გვიყვარს იაკობი"
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს მე-2 მე-4 კლასის მოსწავლეებმა.
ხელმძღვანელები:რუსუდან კვირკველია,მადონა ვარდანიძე.

დიდი იაკობი

დიდი იაკობი


четверг, 26 апреля 2012 г.

ამოცანა რომელიც ფასდება 4 ქულით
ფურცელზე დახატულია 20 წრე,რომელიც სოფომ უნდა გამოჭრას.სოფომ უკვე გამოჭრა 3 წრე. კიდევ რამდენი წრე უნდა გამოჭრას მან,რომ მის მიერ გამოჭრილი წრეები იმდენივე იყოს, რამდენიც მას დარჩება გამოსაჭრელი.
ამოცანა რომელიც ფასდება 5 ქულით
ერთ ყუთში 12 ფანქარია,მეორეში 4-ით ნაკლები,ვიდრე პირველში,მესამე ყუთი კი ცარიელია.თუ პირველი ყუთიდან ფანქრების ნახევარს მესამე ყუთში გადავიტანთ,რამდენი ფანქარი აღმოჩნდება მეორე და მესამე ყუთში ერთად
გისურვებთ წარმატებებს!
ამოცანა რომელიც ფასდება 5 ქულით
მარიამს, ნინოს და თეონას ოცი თოჯინა აქვთ,ქვემოთ მოცემული რომელი წინადადებაა აუცილებლად არასწორი?
1.მარიამს 6 თოჯინა აქვს,ნინოს-9,ხოლო თეონას-5
2.მარიამს 7 თოჯინა აქვს,ნინოს-5,ხოლო თეონას უფრო მეტი,ვიდრე მარიამს.
3.მარიამს და ნინოს შვიდ-შვიდი აქვთ,ხოლო თეონას უფრო ცოტა, ვიდრე მარიამს.
4.მარიამს 7 თოჯინა აქვს,ნინოს 3,ხოლო თეონას უფრო მეტი,ვიდრე მარიამს და ნინოს ერთად.

Комментариев нет:

Отправить комментарий